10 ნოემბერი 2017

სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი სკენარ კლინიკა • Scenar Clinic სოლიდარობის ფონდს შემოუერთდა!
დღეიდან კლინიკის თანამშრომლები ყოველთვიურად, საკუთარი ხელფასებიდან ნებაყოფლობით სიმბოლურ დონაციას განახორციელებენ ფონდში  მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.  ხოლო სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებისთვის, რომელთაც დასჭირდებათ სკენარ კლინიკაში მოქმედი სარეაბილიტაციო მკურნალობა, მათთვის იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.

სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრ სკენარ კლინიკაში  რეაბილიტაცია  სკენართერაპიის მეთოდით ტარდება. აღნიშნული მეთოდი წარმატებით გამოიყენება ბავშვთა ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის, ინსულტის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაციის, პოსტ ტრავმული რეაბილიტაციის, ნევროლოგიური (იშიაზი, რადიკულიტი, ნევრალგიები), ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდის  და სხვა დაავადებების დროს.

თითოეული ჩვენი ბენეფიციარის და მათი ოჯახების სახელით მადლობას ვუხდით სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრ სკენარ კლინიკას ამ სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის!

10 ნოემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდს ტელეკომპანია პულსი შემოუერთდა!
ტელეკომპანიის თანამშრომლები ყოველთვიურად, საკუთარი ხელფასებიდან განახორციელებენ ფონდში დონაციას სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
10 ნოემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარტნიორ კლინიკებში იმყოფებოდნენ
საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარტნიორ კლინიკებში იმყოფებოდნენ
10 ნოემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდს განახლებული ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic შემოუერთდა
საქართველოს სოლიდარობის ფონდს განახლებული ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic შემოუერთდა
10 ნოემბერი 2017
სოლიდარობის ფონდის 27-ე პერიოდული ანგარიში
წარმოგიდგენთ სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 27-ე პერიოდულ ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს ასახავს
11 ოქტომბერი 2017
სოლიდარობის ფონდს The Movement TV შემოუერთდა
დღეიდან, The Movement TV თითოეული კომერციული პროექტიდან თანხას სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ახალგაზრდების მხარდასაჭერად გადმორიცხავს!
11 ოქტომბერი 2017
სოლიდარობის ფონდის 26-ე პერიოდული ანგარიში
წარმოგიდგენთ სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 26-ე პერიოდულ ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს ასახავს.
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
1518,00

ჯამი

10866533,00